ინგლისური ენის დილის სესიაზე დღეს 4-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა, ხოლო გამოცდაზე რეგისტრირებულთა 4% არ მივიდა.
„ერთიანი ეროვნულ გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება.
პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნულია naec-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.