მასწავლებელთა გამოცდაზე 2 აპლიკანტი დაგვიანების გამო არ შეუშვეს - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
05-07-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს გამოცდებზე 2-მა აპლიკანტმა დაიგვიანა, ხოლო რეგისტრირებულთა 12% არ მივიდა. 
 
„დღეს, 2026 წლის საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ.
 
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 88%-ზე მეტი გამოსაცდელი.
ამ დროის მონაცემებით დაფიქსირდა გამოცდაზე დაგვიანების ორი შემთხვევა.
 
მასწავლებლებისთვის მომდევნო გამოცდა 7 ივლისს ფიზიკაში ჩატარდება, ხოლო ხვალ აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ“,- აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203