მასწავლებლის გამოცდას ხვალ 3600-მდე აპლიკანტი ჩააბარებს - NAEC გამოსაცდელებს აფრთხილებს
04-07-2026
საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება. 
 
5 ივლისს  უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება, რომლისთვისაც  3600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული. 
 
მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას. 
 
საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან. 
 
მასწავლებლის გამოცდების განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე. 
 
მასწავლებელთა გამოცდების პარალელურად გრძელდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. უკვე ჩატარდა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 6, 7 და 8 ივლისს კი ჩატარდება უცხოური ენების გამოცდები.
 
საქართველოს 12 ქალაქში გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროსადგურებიდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203