სკოლებისა და ბაღების საყურადღებოდ - ვებინარი 3 ივლისს ტარდება
03-07-2026

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, სრულდება „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებინარების ციკლი სპეციალური მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

მეექვსე ვებინარი 3 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება თემაზე - „გარდამავალი პერიოდის მართვა - ტრანზიცია სკოლამდელი დაწესებულებიდან სკოლაში და სკოლიდან პროფესიულ სასწავლებელში”.

ვებინარში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მითითებულ დროს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის გამოყენებით:

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა:

ტრანზიციის პროცესი;

როგორ მოვემზადოთ სკოლაში ტრანზიციისთვის - პირველკლასელთა სკოლაში წარმატებული ადაპტაციის ხელშემწყობი სტრატეგიები;

სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა;

სკოლიდან პროფესიული განათლების საფეხურზე წარმატებული ტრანზიციის ხელშემწყობი ფაქტორები;

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მნიშვნელობა მოსწავლეთა განვითარების პროცესში.

ვებინარის მომხსენებელია - ინკლუზიური განათლების სპეციალისტი მაია ბაგრატიონი - გრუზინსკი; ფასილიტატორი - „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის კონსულტანტი - ნათია შერბაკოვა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203