ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
03-07-2026

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის პედაგოგები არაფორმალური სწავლების მეთოდებს ხშირად მიმართავენ. მასწავლებლები მოსწავლეებს არც თუ იშვიათად სთავაზობენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა ბავშვების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

სასწავლო წლის მიწურულს პედაგოგ მაკა ჩაჩხიანის ხელმძღვანელობით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, არაფორმალური განათლების მიზნით, საქართველოს ულამაზესი და ისტორიულად და კულტურულად მეტად მნიშვნელოვანი ადგილები მოიარეს. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. როგორც პედაგოგი გვიყვება, მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ფაქტები ბავშვებმა ადგილზე დათვალიერებით კიდევ უკეთ აღიქვეს და შეისწავლეს.

ასევე მოილოცეს ატენის სიონი, საიდანაც საოცარი ბუნება იშლება. ბოლოს მოინახულეს კლდეში ნაკვეთი უფლისციხე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე.

ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203