
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „მშვიდობებით, ანბანო!“ ზეიმით პატარებმა მშობლიური ენის ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს და წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეიძინეს.
ღონისძიებას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა - ჰაიკანუშ კარაგებაკიანმა გაუწია.
„ცნობა სიბრძნისა და შეგონებისა, გაგება გონიერების სიტყვებისა“... ამ წმინდა ცნებით საუკუნეების წინ დაიწყო სომხური მწერლობა. დღეს, იგივე ცნებით, სომხური დამწერლობის საოცარი სამყარო დაიპყრეს ჩვენმა საყვარელმა პირველკლასელებმა! იხტილის საჯარო სკოლაში გაიმართა ულამაზესი და ამაღელვებელი ღონისძიება თემაზე - „მშვიდობით, ანბანო!“. მათ უკვე იციან კითხვა მაშტოცის წმინდა ენაზე და სიამაყით წერენ ყველაზე ძვირფას სიტყვებს - „დედა“, „სამშობლო“ და „მშვიდობა“.
დიდ მადლობას ვუხდით კლასის დამრიგებელს – ჰაიკანუშ კარაგებაკიანს, რომელიც ბავშვების ამ მანათობელ გზაზე სიყვარულითა და ცოდნით წარუძღვა! წარმატებები, ჩვენო საყვარელო პატარებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: