
2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე ცნობილია - რომელ საგნებს დაემატა საათები კლასების და საფეხურების მიხედვით:
ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე
1. I კლასში 1 საათი დაემატა ქართულ ენას და ლიტერატურას
2. I კლასში 1,5 საათი დაემატა საგანს მათემატიკა.
3. პირველი უცხო ენის (ინგლისური) სწავლება იწყება მე-2 კლასიდან.
4. ქართული ენა ცალკე გამოეყო საგანს ,,ქართული ენა და ლიტერატურა," საათობრივი დატვირთვა განისაზღვრა 2 საათით მე-7 და მე-9 კლასებში. (პირველ სემესტრში 2, მე-2 სემესტრში 2) ჯამში საგანს ,,ქართული ენა და ლიტერატურა" მე-7 კლასში დაემატა 1 საათი, მე-9 კლასში 2 საათი.
5. მე-7 კლასში 2 საათი დაემატა საგანს ქიმია. (პირველ სემესტრში 2, მე-2 სემესტრში 2)
6. არჩევით საგნებს 2 საათი დაემატა 12-ე კლასის მეორე სემესტრში.
7. პროექტს სამოქალაქო განათლებაში მე-10 კლასში დააკლდა 1 საათი
8. პირველ უცხო ენაში (ინგლისური) მე-10 კლასს დაემატა 1 საათი
9. საქართველოს ისტორიამ ჩაანაცვლა მსოფლიო ისტორიის 2 საათი მე-7 კლასში.
ინფორმაციას „დირექტორთა პლატფორმა“ ავრცელებს
დამატებითი განმარტება:
• I კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას სკოლა თავად წყვეტს;
• მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლას შესაძლებლობა აქვს “კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება“ VII კლასში მოსწავლეებს შესთავაზოს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახით.
• მოსწავლემ X კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში (მომდევნო სასწავლო წლიდან) აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით.
არაქართულენოვან სექტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ 2025-2026 სასწავლო წლის ბადით.