საზეიმოდ დარეკილი 58-ე ბოლო ზარი დილითის საჯარო სკოლაში
03-07-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლამ წელს 58-ე თაობა გააცილა. სკოლაში ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე მე-12 კლასელებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. 

გაიმართა ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს  სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა, წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს.

კურსდამთავრებულებმა პედაგოგებს მიუძღვნეს სამადლობელი და გამოსამშვიდებელი სიტყვები, იმღერეს, შეასრულეს ტრადიციული ცეკვები, გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. 

ამაღელვებელი იყო ღონისძიებაზე პირველკლასელთა ყოფნაც. სიმბოლურად მე-12 კლასელებმა პირველკლასელებს დაუთმეს საკუთარი საკლასო ოთახი. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, მშობლები და სტუმრები. 

კურსდამთავრებულების გამოსვლებს მაყურბელი ოვაციებით შეხვდა და ახალგაზრდებს ნათელი მომავალი ურუსვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203