
სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებიტ დღეს ეროვნულ გამოცდებზე 30 ბრალდებულ/მსჯავრდებული იყო გასული. მათგან 20 თბილისის საგამოცდო ცენტრში, ხოლო 10 ქუთაისის საგამოცდო ცენტრში იყო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ აბიტურიენტთა შორის დღეს ქართული ენის გამოცდაზე 10 გოგო იყო, და 20 ბიჭი.
უწყების განცხადებით რეგიტრირებული მსგავდებული/ბრლადებულებიდან 5 არასრულწლოვანია.
„ყოველწლიურად იზრდება უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, ფართოვდება საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და იქმნება სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიური პირობები. პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.
განათლების ხელშეწყობა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროფესიული განვითარება და საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულებს საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციაში დაეხმარება“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.