დილითის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის შესწავლა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს 
02-07-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

პატარებმა, დამრიგებლის - არმენუი ავეტისიანის ხელმძღვანელობით, „ანბანის გაცილება“ გამართეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებით მშობლიური ანბანის შესწავლა იზეიმეს და სასწავლო მიღწევები აღნიშნეს. 

სკოლის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ანბანის გაცილების დღესასწაული თითოეული მოსწავლისთვის უდიდესი ეტაპის დასაწყისია. დილიფის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ არმენუი ავეტისიანის თაოსნობით, ეს დღე ნამდვილ ზეიმად აქციეს.

პატარებმა დიდი მონდომებით, სიყვარულითა და სიამაყით წარმოაჩინეს ის ცოდნა, რაც წლის განმავლობაში შეიძინეს.

„მათ სამყაროს კიდევ ერთი საოცარი კარი - მშობლიური ენისა და მწერლობის სამყარო გადაუშალეს. ამ ლამაზი დღის უკან კი, რა თქმა უნდა, დგას პედაგოგის უდიდესი შრომა, მოთმინება და სიყვარულია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203