
30 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „მათემატიკის ოლიმპიადა 2026“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
ღონისძიებაზე თასი და მადლობის სიგელი გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს - ჰაიასტან მოვსესიანს.
სპეციალური მადლობის სიგელი მიენიჭა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგ ანჟელა მარუქიანს, მათემატიკის ოლიმპიადის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის, მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მოსწავლეთა წარმატებული მომზადებისთვის.
ასევე დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომელთაც ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.
იხილეთ ფოტოები: