თავისუფლებისა და ერთიანობის გაკვეთილი გომანის საჯარო სკოლაში
03-07-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად საინტერესოდ წარიმართა - აქტიურად აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 9 აპრილი, რომელსაც სკოლაში თავისუფლებისა და ერთიანობის გაკვეთილი მიეძღვნა. 

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად კვლევითი აქტივობა განახორციელეს. მათ სხვადასხვა ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით მოიძიეს ინფორმაცია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ დღის განსაკუთრებული როლის შესახებ. მოძიებული მასალის საფუძველზე მოსწავლეებმა მოამზადეს საპრეზენტაციო გამოსვლები და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს 9 აპრილის შინაარსობრივი დატვირთვა, მისი მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და იმ ადამიანების გმირობა, რომლებმაც თავისუფლების იდეას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ქვეყნის წარსულის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203