
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. გამონაკლისი არ ყოფილა 2025-2026 სასწავლო წელი. სკოლაში გამორჩეულად აღონიშნა დედამიწის დღე.
მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა.
დაგეგმილ აქტივობებს სამივე საფეხურის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ.
გაიმართა პრეზენტაციისა და თემატური ანიმაციის ჩვენება;
ასევე მოსწავლეებმა გააფერადეს კომიქსები გარემოსდაცვით თემებზე და პოსტერები დამზადეს.
მოსწავლეებმა საზოგადოებას მოუწოდეს გაუფრთხილდნენ ბუნებას, დედამიწა ხომ ჩვენი საერთო სახლია.
იხილეთ ფოტოები: