„მომავალი წლისთვის აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მოსწავლეთა შეფასების სისტემის რეფორმაზე“- მარიამ ჯაში
14-07-2018
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მომავალი წლისთვის მოსწავლეთა შეფასების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. „მომავალი წლისთვის აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მოსწავლეთა შეფასების სისტემის რეფორმაზე. ჩვენ ბავშვებისთვის გჭირდება ხარისხიანი და შემოქმედებითი განათლება და არა ხისტი და მკაცრი საგამოცდო სისტემა“, - განაცხადა ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.