ქვეყნის მთავარი სახელმწიფო დღესასწაული და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობები გომანის საჯარო სკოლაში
02-07-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. ამ მიზნით, კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ქვეყნის მთავარი სახელმწიფო დღესასწაული. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად სკოლაში არაერთი აქტივობა მოეწყო. 

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს და ამ დღის მნიშვნელობასა, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე ისაუბრეს, გაიხსენეს თავდადებული გმირები, რომელთა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, აღნიშნეს თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობამდე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203