
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და 3 ივლისს (პირველი და მეორე სესია) გაიმართება. ოსური ენის გამოცდა კი 2 ივლისს (პირველი სესია) იქნება;
უცხოურს ენას გამოცდების განრიგი კი ასეთია: 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა;
მათემატიკის გამოცდა აბიტურიენტებს 10 ივლისს (პირველი და მეორე სესია) ექნებათ; ისტორიის 13 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და14 ივლისი (პირველი სესია);
ქიმიის გამოცდა 14 ივლისს (მეორე სესია) იქნება; სამოქალაქო განათლების 15 ივლისს (პირველი სესია); ბიოლოგიის 16 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარების (სომხურ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 17 ივლისს (პირველი სესია); გეოგრაფიის 20 ივლისს (მეორე სესია); ლიტერატურის 21 ივლისს (პირველი სესია); ფიზიკის 22 ივლისს (პირველი სესია).
რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულების საგამოცდო პროცესს, NAEC-ის ინფორმაციით, პედაგოგები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.
ამასთან, 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.