„თქვენი შრომა და მონდომება ღირსეულ შედეგს გამოიღებს“- განათლების მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით დაიწყო - აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!
დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს. თითოეული გამოცდა ახალი შესაძლებლობებისა და მომავალი წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და კომფორტული აკადემიური გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ.
მჯერა, რომ თქვენი მონდომებითა და შემართებით მიაღწევთ დასახულ მიზნებს და თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ასახელებთ ჩვენს სამშობლოს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე“, - ვკითხულობთ სამინისტროს სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.