სასკოლო ფორმაზე შეღავათი არ ექნება, ვისაც 2 და მეტი მოსწავლე ჰყავს
01-07-2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ არ ახსენდება ერთი ადამიანიც კი, რომელსაც „მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად არ ეთქვას, რა კარგია, რომ ფორმები შემოდის სკოლაში, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყოო“.

„ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ღვინის დაწურვა, ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე კი ხუთი თავთავი“... - მინისტრი სიახლეებზე

მიქანაძის თქმით, სასკოლო ფორმა იქნება უმაღლესი ხარისხის, სტანდარტის შესაბამისი, ანტიალერგიული ქსოვილით, ფასი კი რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების უნიფორმაზე.

გარდა ამისა, ყველა ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან უფრო ნაკლები ქულით და ჰყავს პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლე შვილი, ერთ პიჯაკს, ორ შარვალს ბიჭის შემთხვევაში და ერთ პიჯაკს, ერთ შარვალს, ერთ ქვედაბოლოს გოგონას შემთხვევაში მიიღებს სრულიად უსასყიდლოდ. რაც შეეხება მრავალშვილიან ან ისეთ ოჯახებს, სადაც ორი ან მეტი I-VI კლასის მოსწავლეა, ისინი ფორმებს სტანდარტულ ფასად შეიძენენ.

მიქანაძემ დასძინა, რომ ამ ეტაპზე სხვა შეღავათები გათვალისწინებული არ არის, ხოლო სასკოლო ფორმის ხარისხთან დაკავშირებით, განმარტა, რომ ექნება სარჩული: „მხოლოდ პოლიესტერი არ იქნება, პიჯაკსაც, ქცედაბოლოსაც და შარვალსაც ექნება სარჩული, ნატურალური“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203