ტურცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
01-07-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა.

ზეიმით პატარებმა მშობლიური ენის ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს. მათ ლექსების, სიმღერების, შემოქმედებითი ნომრების მეშვეობით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეიძინეს.

ბავშვებისთვის ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა, მასწავლებელი და მშობლები კი სიამაყით აავსო. 

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203