კოთელიის საჯარო სკოლის პედაგოგთა ნაშრომები წიგნში დაიბეჭდა - ნინო ბერიძის და თამარ დევდარიანის წარმატება სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში
01-07-2026

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ნინო ბერიძემ და თამარ დევდარიანმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში - „შენ ფესვო ჩემო ძლიერო“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის 150 წლისთავს ეძღვნებოდა.

მათი შემოქმდებითი ნაშრომები საუკეთესოთა შორის შეირჩა და დაიბეჭდა ამავე სახელწოდების წიგნში, წარმატებული მონაწილეობისათვის კი პედაგოგებს გადაეცათ სამკერდე ნიშნები და ოქროს სიგელები. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგთა წარმატება და საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირს კი მადლობას უხდიან მასწავლებელთა შრომის აღნიშვნისთვის. 

„მინდა დიდი სიხარულითა და სიამაყით მივულოცო ეს წარმატება ჩვენს სკოლას, ჩვენს ახალგაზრდა, უნიჭიერეს პედაგოგებს ნინო ბერიძესა და თამარ დევდარიანს. მათ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერი-პედაგოგიურ-ლიტერატურულ კონკურსში "შენ ფესვო ჩემო ძლიერო", ორივე მათგანის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და დაიბეჭდა ამავე სახელწოდების წიგნში, წარმატებული მონაწილეობისათვის კი გადაეცათ სამკერდე ნიშნები და "ოქროს სიგელები"... სკოლის სახელით , გულითად მადლობას ვუხდი ჩვენს მოტივირებულ პედაგოგებს და საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირს, ასეთი საინტერესო კონკურსისა და ჩვენი პედაგოგების შრომის დაფასებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203