საგამოცდო სექტორში მოქცევის წესები და ვალდებულებები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ
01-07-2026
რა წესები უნდა დაიცვათ ტესტირების პროცესში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც
 
საგამოცდო სექტორში შესვლისთანავე გამოსაცდელი ვალდებულია:
 
დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი;
 
სამუშაო მაგიდაზე დაალაგოს მხოლოდ ნებადართული ნივთები - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კალამი, პასუხების ფურცელი და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, ტაბულა);
 
წყალი გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლით უნდა დადგას იატაკზე;
 
შეამოწმოს პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ დაუზიანებელია და დაადასტუროს სექტორის უწყისში ხელმოწერით (სახელის ინიციალისა და გვარის ჩაწერით);
 
პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი გამოსაცდელმა თავად უნდა ჩაწეროს სექტორის უწყისის შესაბამის ველში;
 
ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანისა და საგამოცდო დროის ათვლის შემდეგ;
 
გამოსაცდელმა უნდა დაიცვას დამკვირვებლის მითითებები;
 
გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი გამოსაცდელებს შეახსენებს დროს, რათა დროულად დაასრულონ ტესტზე მუშაობა;
 
საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელს არ აქვს უფლება გააგრძელოს მუშაობა პასუხების ფურცელზე;
 
ტესტზე მუშაობის ადრე დასრულების შემთხვევაში, ნაშრომი და ფურცლები შავი სამუშაოსათვის უნდა ჩააბაროს დამკვირვებელს დადგენილი წესით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203