ბავშვთა დაცვის ფერადი დღესასწაული იაღუფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 
01-07-2026

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლა ბავშვების ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარებასა და მათთვის საუკეთესო მომავლის შექმნაზეა ორიენტირებული.

მოსწავლე-მასწავლებლებმა გამორჩეულად აღნიშნეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. სკოლა აქტიურად შეუერთდა ღონისძიებას, რომლის მიზანი ბავშვების უფლებების, კეთილდღეობის მნიშვნელობის წარმოჩენა და მოსწავლეებისვის განსაკუთრებული დღესასწაულის შექმნა იყო. მოსწავლეებმა მრავალფეროვან აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და მართლაც დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალიზაციას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობას. სკოლა მომავალშიც განაგრძობს ასეთი აქტივობების მხარდაჭერას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203