ბაღის აღმზრდელთა ტრენინგმოდულში ახალი რესურსი ინტეგრირდება - დეტალები
13-08-2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის“ ფარგლებში, სკოლამდელი განათლების პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნა.

ახალი მეთოდური რესურსი შექმნილია ზღაპრის სტილში და წარმოადგენს ქაღალდის თეატრის „კამიშიბაის“ ფორმატის ორიგინალურ ვერსიას. მასში გამოყენებულია მულტიმოდალური თხრობის ფორმატი, ინტეგრირებულია „კამიშიბაის“ ტრადიციისთვის დამახასიათებელი ვიზუალური, ვერბალური და მუსიკალური კომპონენტები.

ახალი რესურსის ინტეგრირება ტრენინგმოდულში „ამბის თხრობა ადრეული პედაგოგიკის განვითარებისთვის“ საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პერსონალს დაეხმარება ამბის სტრუქტურირების, ინტერაქციული საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის, აუდიტორიის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

რესურსის გამოყენება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სკოლამდელი განათლების, არამედ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზეც.

სასწავლო რესურსის შექმნაზე მუშაობდნენ ტექსტის ავტორი -  „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის“ კონსულტანტი თამარ თოლორაია, ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი, კომპოზიტორი თამარ ჟორდანია და მხატვარი ზაირა ბეჭვაია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203