„ჩვენ ეს შევძელით!“ - წნორის N3 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
30-06-2026

პირველი კლასი თითოეული ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპია, ანბანის  შესწავლა კი - პირველი მნიშვნელოვანი წარმატება განათლების გზაზე. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მიღწევის აღსანიშნავად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს სახელოწდებით -  „ჩვენ ეს შევძელით!“.

მოსწავლეებმა პოდიუმზე გააცოცხლეს ქართული ანბანის ასოები, შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი და შთამბეჭდავი დღე აჩუქეს.

ღონისძიებამ წარმოაჩინა მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობები და ის ცოდნა, რომელიც მათ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში შეიძინეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი პირველკლასელებს პირველი კლასის წარმატებით დასრულებას ულოცავს, უსურვებს ცოდნით, საინტერესო აღმოჩენებითა და ახალი გამარჯვებებით სავსე მომავალს.

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი წარმტებულ მომავალს უსურვებს ჩვენს პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203