სკოლების, დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს პორტალზე აიტვირთება
30-06-2026

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული ზოგადი განათლების მიმართულებით ინფორმაციის გამოთხოვა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.

აღნიშნული სერვისი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს სთავაზობს, ზოგადი განათლების მიმართულებით სხვადასხვა სახის ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად, ელექტრონულად გამოითხოვონ.

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge ავტორიზებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ავტორიზებული, ლიკვიდირებული ან საქმიანობაშეწყვეტილი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ, ასევე გამოითხოვოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული სხვა სახის ინფორმაცია.

აღნიშნული სერვისის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონულად შექმნას განაცხადი, გადააგზავნოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ კანცელარიაში, მიიღოს პასუხი ონლაინ და შეინახოს როგორც შევსებული განაცხადი, ისე მიღებული პასუხი.

სერვისით სარგებლობა my.gov.ge-ზე ავტორიზებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის უფასოა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203