ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ჰარვარდის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ
30-06-2026

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭავი გამოცდილება მიიღეს - ისინი მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს სტუმრობდნენ. 

GAHS და GAHSV-ის მოსწავლეები ეწვივნენ ორ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს  Massachusetts Institute of Technology (MIT)-სა და Harvard University-ს.

სასწავლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს კამპუსები, გაეცნენ უნივერსიტეტების ისტორიას, აკადემიურ პროგრამებსა და სტუდენტურ ცხოვრებას, ასევე საკუთარი თვალით იხილეს ის გარემო, სადაც მსოფლიოს არაერთი გამორჩეული მეცნიერი, გამომგონებელი და ლიდერი აღიზარდა.

როგორ სკოლაში აღნიშნავენ, ვიზიტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ახლოდან გაცნობოდნენ მსოფლიო დონის საგანმანათლებლო გარემოს და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მიეღოთ საკუთარი მომავლის შესაქმნელად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203