ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი და „მოგზაურობა დროში“ 
30-06-2026

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება პედაგოგები მიმართავდნენ მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს. 

აღსანიშნავია, 11 ივნისს ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მე-8 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ანა ლამპარაძის განხორციელებული პროექტი სახელწოდებით - „მოგზაურობა დროში“. 

პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გაღვივება.

აკაკი წერეთლის ისტორიული ნაწარმოების - „ბაში აჩუკის“ შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა მოირგეს როლები და შეეცადნენ XVII საუკუნის ქარტეხილებით სავსე ეპოქის მონაწილეები გამხდარიყვნენ, იმ პერიოდის ამბები ექციათ თანადროულ მოვლენებად.

პროექტი მოიცავდა ტელეგადაცემებისა და რეპორტაჟების შექმნას, მათ შორის, უშუალოდ ბრძოლის ეპიცენტრიდან. ბავშვებმა წარმოადგინეს ორად გახლეჩილი საზოგადოების სახე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით. ასევე გააშუქეს უცხოური ტელევიზიის მიმოხილვა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ.

პროექტის მსვლელობისას დაიბადა იდეა, არა მხოლოდ მათ ემოგზაურათ პერსონაჟთა სამყაროში, არამედ წარმოედგინათ ისინი ციფრულ ეპოქაში და შეექმნათ მათი ფეისბუქ-პოსტები:

რას დაწერდნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, ჯანდიერი და სხვები მათ პირად გვერდზე, როგორი გამოხმაურება მოჰყვებოდა აღნიშნულ ტექსტებს ხალხის მხრიდან?

„მადლობა ჩვენს ი.ს.ტ-ის პედაგოგს, ტექნოლოგიების „ჯადოქარს“ მაკა კალანდაძეს, ვისი დახმარებითაც, მოსწავლეები ქმნიან ამ საოცრებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ნამუშევრებს გვიზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203