„დროის მატარებელი“ - ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება 
30-06-2026

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება აღნიშნეს. 

გაიმართა მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით - „დროის მატარებელი“. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, იზეიმეს სასწავლო მიღწევები და პირველ მასწავლებელს ხათუნა მიმინოშვილს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ. 

ღონისძიებამ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი გააერთიანა, მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში. 

„ოთხი წლის წინ სკოლის კარი პატარა, ცნობისმოყვარე თვალებით შეაღეს. დღეს კი თავდაჯერებულები ხვდებიან ცხოვრების ახალ ეტაპს და მომავლისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. მათ წინაშე ახალი შესაძლებლობებით სავსე გზა იშლება. ღონისძიება „დროის მატარებელი” სწორედ ამ გზის გამოხმაურება იყო. ბავშვებმა გვიჩვენეს, რომ მომავლის ოცნებებს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა იცი ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. ყველაზე დიდი საგანძური ის ღირებულებებია ,რომელიც გზას გინათებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

ღონისძიების დასასრულს კლასის დამრიგებელმა ხათუნა მიმინოშვილმა მოსწავლეებს მიმართა და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა. 

„მიხარია, რომ ამ გზის ნაწილი ვარ და მჯერა ,რომ წინ კიდევ უამრავი წარმატება .საინტერესო აღმოჩენა და ბედნიერი დღეები გელოდებათ. გილოცავთ მეოთხე კლასის დასრულებას! გისუევებთ ,ცხოვრების ნებისმიერ გზაზე შეინარჩუნოთ სიკეთე ,სიყვარული საკუთარი თავის რწმენა და ოცნებების გამბედაობა“,- აღნიშნა მასწავლებელმა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203