
პრეზიდენტის ხელმოწერილი ბრძანებით, მთავრობამ და განათლების სამინისტრომ 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე გარკკვეული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
მთავრობამ 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს:
ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის წარსადგენი, უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატების (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრა;
ბ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრა.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უზრუნველყოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობა.
3. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაწოდოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესსა და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი მოდულების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები.
4. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად გამოითხოვოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესსა და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი მოდულების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები.