
ჭიათურის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ყვირილა“ აქტიურად არის ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026“.
მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში უამრავი გარემოსდაცვითი, სოცილაური თუ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განახორციელა და კონკურსის ნახევარფინალში ღირსეული ადგილი დაიკავა.
სკოლაში ეკოკლუბ „ყვირილას“ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ახრებთ და CENN-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას სიამაყით გვიზიარებენ.
„ჩვენმა გუნდმა მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში 150-ზე მეტი მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელა, რომლებიც მოიცავდა როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივებს:
მიზანი 6 და 13: აქტიურად ვიმუშავეთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე;
პატარა მეგობრები: ვიზრუნეთ უმცროსკლასელებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე;
გამწვანება და დასუფთავება: ნიკო კეცხოველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყოველი უთავბოლოდ მოჭრილი ხე დანაშაულია კაცთა მოდგმის წინაშე“ - ჩვენმა მოსწავლეებმა უამრავი ნერგი დარგეს და იზრუნეს ბუნების დასუფთავებაზე;
პროფესიული შეხვედრები: მოვაწყვეთ საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან.
ნახევარფინალის კულმინაცია:
ჩვენმა სკოლამ ნახევარფინალში წარადგინა პროექტი, რომელმაც ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა - ჩვენი პრეზენტაცია ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესოდ დასახელდა! თუმცა, ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად, სამწუხაროდ, სულ რაღაც 2 ქულა დაგვაკლდა.
ეს შედეგი ჩვენთვის მარცხი არ არის, პირიქით - ეს არის უდიდესი სტიმული და დადასტურება იმისა, რომ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ გვჯერა, რომ პატარა ცვლილებებიც კი დიდ გარდატეხას იწვევს და ჩვენ ამ ცვლილებების ნაწილი ვართ!
დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ლია მუმლაძეს , თითოეულ ეკოკლუბელს და აქტივობებში ჩართულ მე-4 სკოლის სასკოლო საზოგადოებას თავდაუზოგავი შრომისა და ენთუზიაზმისთვის!
უღრმესი მადლობა, სკოლის დირექტორ ნინო შეყილაძეს, გვერდით დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: