სტატუსები, კრედიტები, ადგილების რაოდენობა... - უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები შევიდა
09-07-2026

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხება.

უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობის შესაბამის დონეს.

გარდა ამისა, თუ გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუწყდება საქართველოში ყოფნის ვადა ან/და მის მიმართ მიღებულ იქნა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მას სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტოს.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203