
14 ივნის დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან 114 წელი გავიდა. სწორედ მისი ხსოვნის პატივსაცემად, ჩატარდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მე-5ა კლასში (პედაგოგი ლ. ბურჯანაძე) საინტერესო ღია გაკვეთილი.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართული ენის მცველისა და დიდი მოამაგის ღვაწლი, გაეცნენ აქამდე მათთვის უცნობ დეტალებს, იაკობის ცხოვრებისა და მოღაწეობის შესახებ გაიხსენეს ლექსები რომლებიც იაკობის „დედა ენას“ მიუძღვნეს ქართველმა პოეტებმა.
საგანმანათლებლო აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ იაკობ გოგებაშვილის განუზომელი ღვაწლი ქართული განათლებისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების საქმეში, ასევე გაეღრმავებინათ ცოდნა მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ.
გაკვეთილი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და შემეცნებითი დისკუსიებით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: