
რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მათე ბადრახიშვილის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
მათე ბადრახიშვილმა ბათუმის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში წარმატებით იასპარეზა და ქვიშაში ჭიდაობაში, 55 კგ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილი მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ქალაქ რუსთავის №20 საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენს მოსწავლეს, მათე ბადრახიშვილს, ბათუმის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში წარმატებულ მონაწილეობას!
მათემ ქვიშის ჭიდაობაში, 55 კგ წონით კატეგორიაში, ღირსეულად იასპარეზა და მესამე ადგილი მოიპოვა.
ვულოცავთ მათეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ახალ გამარჯვებებსა და კიდევ უფრო დიდ სპორტულ მიღწევებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: