თუ კრედიტების შესაბამის რაოდენობას ვერ დააგროვებთ სტუდენტის სტატუსი შეგიწყდებათ - ცვლილება კანონში
07-07-2026

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც  უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არ მქონე პირის სტუდენტის სტატუსის შეჩერებას ეხება.

ცვლილების მიხედვით, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს თუ იგი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების ერთ მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს.

ასევე, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუწყდა საქართველოში ყოფნის ვადა ან/და მის მიმართ მიღებულ იქნა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203