ყოველთვიურად სკოლები 1,470 -დან 1,838 ლარამდე გადაიხდიან - მინისტრის ბრძანებით თანხას უმაღლესები და პროფესიული სასწავლებლებიც გადაიხდიან 
01-07-2026

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური დამტკიცდა. ბრძანების მიხედვით, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eFlow) დანერგვა და შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა:

ა) პირველადი დანერგვის ეტაპი – 2,285.00 ლარი (ერთჯერადი გადასახადი);

ბ) ტექნიკური მხარდაჭერის ეტაპი (ყოველთვიური გადასახადი):

ბ.ა) 1 დან –  20 მომხმარებლის  ჩათვლით – 1,470.00 ლარი;

ბ.ბ) 21-დან 50 მომხმარებლის ჩათვლით – 1,634.00 ლარი;

ბ.გ) 51-დან – 100 მომხმარებლის ჩათვლით – 1,730.00 ლარი;

ბ.დ) 101 და მეტი მომხმარებელი – 1,838.00 ლარი.

ტრენინგის საფასური 460 ლარი იქნება - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203