
თბილისის N39 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ღონისძიება იამრთება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
აღსანიშნავია, სასწავლო წლის მიწურულს მე-3 კლასელი მოსწავლეების მონაწილეობით გამართული შთამბეჭდავი ღონისძიება.
მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს და მაყურებელი მათ მუსიკალურ სამყაროში ამოგზაურეს.
მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს როლები და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„III კლასის მოსწავლეებთან ერთად (დამრიგებელი ნატალია სიბაშვილი ) კიდევ ერთი საინტერესო მუსიკალური მოგზაურობა შევასრულეთ. გავეცანით ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელ ცხოვრებას. თითოეული მათგანის ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დიდი წარმატება იწყება ოცნებით, შრომით, მიზანდასახულობითა და შეუპოვარი მონდომებით. ბავშვების ცნობისმოყვარე თვალები, ემოციები და აქტიური მონაწილეობა ამ დღის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. გვჯერა, რომ ასეთი ისტორიები მათ გულებში ოცნების რწმენას, შრომის სიყვარულსა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას კიდევ უფრო გააძლიერებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ფოტოებს გვიზიარებენ.
იხილეთ ფოტოები: