კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს 
29-06-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებით მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება აღნიშნეს და პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიება აატარებდა როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო და შემოქმედებით ხასიათს. მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და სასწავლო მიღწევები აღნიშნეს. 

ღონისძიება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლის - ალინა სარგსიანისთვის. მოსწავლეებმა პედაგოგს მათ აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გააუხადეს. მასწავლებელმა კი მე-4 კლასელებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203