
რუსთავის №20 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტული წარმატებით ხარობენ.
მე-6დ კლასის მოსწავლე გაბრიელ გელაშვილმა გურამ საღარაძის სახელობის მე-19 რესპუბლიკურ ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა.
გაბრიელ გელაშვილმა უმცროს ასაკის ჭაბუკთა შორის, 75 კგ წონით კატეგორიაში II ადგილი დაიკავა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ გაბრიელს წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ყოველთვის გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: