კარტიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი პროფესიები და ინფორმაციის გადაცემის ევოლუცია შეისწავლეს
29-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად საინტრესოდ წარიმართა. მასწავლებლებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს და მოსწავლეებს სიღმისეული განათლება მისცეს. 

აღსანიშნავია, მე-4 კლაში, მე და საზოგადოებაში განხორციელებული კომპლექსური დავალება თემებზე - ძველი პროფესიები, ინფორმაციის გადაცემის ძველი და ახალი საშუალებები. 

კომპლექსური დავალების მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეცნოთ წარსულში გავრცელებული პროფესიები, მათი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის და შეედარებინათ ისინი თანამედროვე ეპოქის მოთხოვნად საქმიანობებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმასაც, თუ როგორ იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში ინფორმაციის გავრცელების საშუალებები - ზეპირი გადაცემიდან და წერილებიდან თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებამდე.

დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია, იმსჯელეს სხვადასხვა ეპოქის პროფესიებზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები და თვალსაჩინო მასალები. მათ შეადარეს ძველი და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები, გააანალიზეს ტექნოლოგიური პროგრესის გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე. კომპლექსურმა დავალებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203