
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასი წარმატებით დაასრულეს და სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
გაიმართა მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ზღაპრული საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ბავშვებმა წარმატებით წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ისწავლეს.
ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან მანანა დუმბაძესთან გამომშვიდობება. პედაგოგმა ბავშვებს მე-5 კლასში გადასვლა დიდი სიყვარულით მიულოცა, ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და ბედნიერი ბავშვობა უსურვა.
„დღეს ჩვენი მეოთხეკლასელები ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს დაემშვიდობნენ. მათი ბავშვობის ყველაზე ლამაზი ფურცლები აქ დაიწერა, ხოლო ახალი, არანაკლებ საინტერესო თავგადასავლები ახლა იწყება.
გილოცავთ და გლოცავთ პატარა მერცხლებო!
მადლობა, დღევანდელი ლამაზი დღისთვის, ემოციებისთვის,სიყვარულისთვის...“,- აღნიშნა კლასის ხელმძღვანელმა და მოსწავლეებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
იხილეთ ფოტოები: