
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებული, სამშვიდობო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო რიგითი გია გოგუაძე გაიხსენეს.
გია გოგუაძემ სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო და საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი იყო. 2011 წელს ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფაერგლებში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სამბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. სამწუხაროდ 2011 წლის 19 ივნისს დაიღუპა, თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლა მის სახელს ატარებს.
„გმირები არ კვდებიან, ისინი ჩვენს მეხსიერებაში და მომავალ თაობებში აგრძელებენ ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და საქართველოს გმირის ხსოვნის პატივსაცემად ვიდეორგოლს გვიზიარებენ.