„ვულოცავთ ჩვენს მომავალ პირველკლასელებს ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას!“ - იყალთოს საჯარო სკოლაში ახალ თაობას განსაკუთრებულად ელოდებიან
29-06-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს განსაკუთრებულად ელოდებიან. 

პატარებმა ბაღის წარმატებით დასრულება უკვე იზეიმეს. 

გაიმართა ღონისძიება, რომელმაც მათი ცხოვრების ერთი მნიშვენლოვანი ეტაპი ლამაზად დააგვირგვინა. 

იყალთოს საჯარო სკოლის დირექცია პატარებს ბაღის დასრულებას ულოცავს და სექტემბერში დიდი სიყვარულით ელოდება. 

„ვულოცავთ ჩვენს მომავალ პირველკლასელებს ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას! ვუსურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო და აღმოჩენებით სავსე სასწავლო წლებს.

მადლობას ვუხდით ბაღის ადმინისტრაციასა და აღმზრდელებს ამ ემოციური და დასამახსოვრებელი ღონისძიების ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203