
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის მიწურულს თვითმმართელობის თავმჯდომარის ინიციატივით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებით მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და საგანმანათლებლო მიღწევები იზეიმეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაიმართა პატარა, მაგრამ ძალიან თბილი და ემოციური ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი, გაიხსენეს სასწავლო წლის ყველაზე საინტერესო და წარმატებული აქტივობები. ეს დღე სავსე იყო სიხარულით, ღიმილითა და დადებითი ემოციებით.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ბედნიერი და ნაყოფიერ არდადეგებს უსურვებენ.
„ვულოცავთ ყველა მოსწავლეს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას, ვუსურვებთ მხიარულ და საინტერესო ზაფხულის არდადეგებს, ხოლო მომავალ სასწავლო წელს – კიდევ უფრო მეტ წარმატებასა და ახალ მიღწევებს! გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ვიდეომასალას გვიზიარებენ.
იხილეთ ვიდეო