ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა მირზა გელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნა
30-06-2026

ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მკითხველთა კლუბი, რომლის წევრებიც სხვადასხვა მხატვრულ ლიტერატურას ეცნობიან, განიხილავენ, ​უღრმავდებიან, წიგნების დახმარებით თვალსაწიერს იფართოებენ

სასწავლო წლის მიწურულს კლუბმა საინტერესო ღონისძიება მირზა გელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიუძღვნეს. 

მეშვიდეკლასელებმა მირზა გელოვანის ლექსები მხატრვულად წაიკითხეს, სიტყვის ოსტატისა ხანმოკლე სიცოცხლე სიცოცხლესა და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. 

„მზის კაცი - მზისქვეშეთში გაელვებული პოეტი მე-13 საჯარო სკოლას „სტუმრობდა“. მეშვიდეკლასელებმა მირზა გელოვანის ლექსები აახმიანეს. დამოუკიდებელი საქართველოს უშიშარი მეომარი მოკრძალებით გვაწვდიდა თიანეთში გამთბარ სვანური ვაჟკაცობით ნასაზრდოებ ლირიკულ ლექსებს. მირზასეული სიფაქიზე და ღრმა სულიერება მოეფინა ჩვენს სკოლასაც“,- გვიყვება ღონისძიების ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ხასაია.

სკოლაში მადლობას უხდიან მკითხველთა კლუბს, მის შემოქმედ ბავშვებს და ქართული ენის პედაგოგ მაია ხასაიას საინტერესო აქტივობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203