ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების თემაზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა 
29-06-2026

ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მომავალ თაობას როგორც საკუთარი, ისე სხვისი უფლებების დაცვას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის პატივისცემას ასწავლიან. 

სწორედ მოსწავლეთა უფლებების თემას ეძღვნებოდა სასწავლო წლის მიწურულს სკოლაში გამართული საინტერესო შეხვედრა. 

სკოლას სტუმრად ეწვია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობა საქართველოში ქალბატონი თეა კვირიკაშვილის სახით და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ლიკა ღვინჯილია, რომლებმაც მოსწავლეებისათვის ჩაატარეს საგანმანათლებლო და ინტერაქციული შეხვედრა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დასახულ ამოცანებს, გამოიჩინეს თავი ცოდნით და დასაჩუქრდნენ ბუკლეტებითა და ბიბლუსის ვაუჩერებით.

„მადლობა სტუმრებს ასეთი საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისათვის.და აგრეთვე მადლობა ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებს: მარიამ შანავას, კაროლინა ოსიპოვას და ლელა ხუციძეს მოსწავლეებში ასეთი მყარი ცოდნის დანერგვისათვის.

სტუმრებმა მოიწონეს, როგორც ბავშვების ინტერაქციულობა და უკუკავშირი ასევე მოწონება დაიმსახურა სამოქალაქო განათლების კაბინეტმა თავისი შინაარსობრივი გაფორმებებით.

ყველაზე მნიშვნელივანი ამ ღონისძიებაზე იყო ის, რომ სხადასხვა ეროვნების მოსწავლეები გუნდურად მუშაობდნენ და აფიქსირებდნენ თავიანთ ცოდნას მათ უფლებეზე სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებელთა სასწავლო მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203