
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა STEM ფესტივალში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ფესტივალზე, მოსწავლეებმა საინტერესო სამეცნიერო ნამუშევრები წარმოადგინეს.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლიკა ხვედელიძე, საგანმანათლებლო სისტემისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სტუმრობდნენ.
საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ფესტივალზე ნიგვზარის საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლამ განსაკუთრებული კომპლიმენტი მიიღო განათლების მინისტრის მოადგილისგან.
„ჩვენთვის დიდი მოტივაციაა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონ ლევან ღირსიაშვილის სიტყვები: „ძალიან ვამაყობ თქვენით!”
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ფიზიკის მასწავლებელ ელზა ხარშილაძესა და დაწყებითი კლასების პედაგოგებს: თამილა მაჭარაშვილსა და მედეა ლომიძეს. პროექტებში ჩართულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მხარდაჭერისათვის, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, საჩხერის მეორე საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: