ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი მუსიკალური ღონისძიება 
29-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ღონისძიება იამრთება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი ინტერესების წახალისებას და ნიჭისა და უნარების წარმოჩენას ემსახურება. 

აღსანიშნავია, სასწავლო წლის მიწურულს მუსიკის მასწავლებელ ელი აზიანის ორგანიზებით გამართული მუსიკალური ღონისძიება. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საოცარი მუსიკალური სანახაობით წარდგნენ.

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და გამოჩენილი მუსიკოსების ცხოვრება და მოღვაწეობა გააცოცხლეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, რომელთაც მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებითა და კომპლიმენტებით დააჯილდოვეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1,

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203