მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
29-06-2026
სპეციალური მასწავლებლებისთვის მეხუთე ვებინარი 29 ივნისს ჩატარდება - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს ვებინარების ციკლს სპეციალური მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
 
ციკლის მეხუთე ვებინარი 29 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება.
 
ვებინარში მონაწილეობა შესაძლებელია მითითებულ დროს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის გამოყენებით:
 
ვებინარის თემაა: „რთული ქცევა კლასში – გამოწვევებიდან მხარდაჭერამდე“.
 
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
  • ქცევითი სირთულეების გამომწვევი მიზეზების გააზრება და მართვა;
  • საკლასო გარემოში ქცევითი სირთულეების პრევენციისა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის სტრატეგიები;
  • გუნდური მუშაობის მნიშვნელობა ქცევითი სირთულეების მართვის პროცესში.
ვებინარის მომხსენებელია ფსიქოლოგიური შეფასებისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სპეციალისტი ლელა კლდიაშვილი, ხოლო ფასილიტატორი – „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის კონსულტანტი ნათია შერბაკოვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203