თუ სასურველ სკოლაში ადგილები არ არის - რჩევები და რეკომენდაციები პირველკლასელთა მშობლებს
28-06-2026

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ბავშვი სასურველ სკოლაში ვერ დაარეგისტრირა - ETALONI.GE გთავაზობთ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. 

ადგილების ამოწურვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მშობელმა თვალი ადევნოს skolebi.emis.ge-ს, ვინაიდან მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო ან მშობლის მიერ, საკუთარი სურვილით, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში შესაძლებელია გამოთავისუფლდეს ადგილი.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეხუთე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინ არის რეგისტრაციის მე-V ეტაპი - ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2026 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში მისაღები მოსწავლეების ლიმიტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203