„უბრალოდ რომ გაუზარდო ხელფასი პროფესურას, არავითარი შედეგი არ იქნება“...
26-06-2026

„ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს განათლების სფეროში დანახარჯების გაზრდა, თუმცა ეს ინვესტიცია უნდა იყოს გააზრებული და არ იყოს ნაჩქარევი“, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მთავრობის პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას.

მისივე განცხადებით, რეფორმა ითვალისწინებს განათლების მიმართულებით დანახარჯების გაზრდას, თუმცა ამისთვის შესაბამისი რესურსების შექმნაა საჭირო, ეს ეხება ინფრასტრუქტურას, ასევე ადამიანურ რესურსს: 

„ჩვენ შემოვიღეთ უფასო სწავლების სისტემა სახელმწიფო უნივერსიტეტებში და დანახარჯები განათლების მიმართულებით გაიზრდება...

თუმცა რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე; ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი. ჯერ უნდა შექმნა შესაბამისი რესურსი (ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსი...);

უბრალოდ რომ გაუზარდო ხელფასი პროფესურას, არავითარი შედეგი არ იქნება, კომპლექსურად უნდა განხორციელდეს რეფორმა. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კონცეფცია და ეს თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ზრდას... და კიდევ ერთხელ - ეს არ უნდა იყოს მყისიერი ზრდა, ასე ინვესტიცია იქნება წყალში გადაყრილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203